სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ინსექტარიუმის მშენებლობა იგეგმება

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ინსექტარიუმის მშენებლობა იგეგმება.
ამასთან დაკავშირებით, ლაბორატორიისა და ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ლაბორატორიის ტერიტორიაზე მწერების სათავსოს დაარსებასა და აღჭურვას, რომელიც შემდგომში სამცნიერო მიზნებისთვის გამოიყენება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურების გათვალისწინებაზე, ასევე ქცევითი ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. საკარანტინო ნიმუშების, მწერების კვლევის დროს, აუცილებლია რისკის ადეკვატური შეფასება, რაც თავის მხრივ აისახება, როგორც მომუშავე პერსონალის, ისე მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და არიან სრულ მზადყოფნაში ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, ბიოუსაფრთხოების პრინციპების სრული დაცვით, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები