გიგანტურ მონოლითზე ასვლა აიკრძალება
ავსტრალიელმა ადგილობრივებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გიგანტურ წითელ მონოლითზე ასვლა 2019 წლის ოქტომბრიდან აკრძალონ. ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში სტუმრებს მოუწოდებდნენ, არ ასულიყვნენ კლდეზე, „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და არ უნდა მოიქცეთ ისე, რომ თითქოს დისნეილენდში ხართ,
ჩვენ თუ ვიმოგზაურებთ სხვა ქვეყანაში და ვნახავთ, რომ რომელიმე ადგილი არის წმინდა და ისტორიული, სადაც შესვლა არ შეიძლება, რათქმაუნდა არ შევალთ და პატივს მივაგებთ“, აცხადებენ ადგილობრივები.
ავსტრალიის ღირსშესანიშნაობას წელიწადში 250 ათსამდე ტურისტი სტუმრობს, ტურისტების 16 %-ი კლდეზე ადის და მის ისტორიულ ტრადიციებს პატივს არ სცემს, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მივიდა გადაწყვეტილებამდე აეკრძალოს ყველას სტუმარს, ისტორიულ ადგილზე ასვლა.