შალვა ხუციშვილი: ჭკვიანი კამერები ტექდათვალიერების გაუვლელ მანქანებსაც გამოავლენს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განმარტებით, ჭკვიანი კამერების ერთ-ერთი დატვირთვა იქნება იმ ავტომობილების იდენტიფიცირება, რომლებიც სავალდებულო ტექდათვალიერების გავლას ექვემდებარებიან და არ გაიარეს ის.

“ჩვენ ამაზე უკვე აღარ დავხარჯავთ საპატრულო პოლიციის რესურსს და აღსრულება უკვე მოხდება ტექნოლოგიების გამოყენებით“, განაცხადა ხუციშვილმა გადაცემაში “პირისპირ“.

მისივე თქმით, საპატრულო პოლიცია აღსრულების პროცესში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაერევა.

პირველი ნოემბრიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ თანახმად ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება. ასევე ხვალ თბილისში, გორში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერები ამუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები