გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია

საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის ანგარიშს, რომელშიც საქართველო 7 ადგილით დაწინაურდა.

“მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და ახლა ჩვენი ქვეყანა ევროპის და ცენტრალური აზიის ლიდერია”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

Doing Business-ის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. ახალი ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები