ირაკლი კობახიძე: ახალი საკონსტუტიციო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე კვირაში მოხდება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტუტიციო ცვლილებების ინიცირება მიმდებარე კვირაში მოხდება.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ვენეციის კომისიასთან მიღწეულ შეთანხმებაზეა საუბარი და კონსტიტუციაში ცვლილებები ამის მიხედვით შევა.
“ცვლილებების ინიცირება ხვალ ან ზეგ მოხდება”, – განაცხადა კობახიძემ.
ახალი საკონსტუტიციო ცვლილებები ერთი მხრივ, ე.წ. ბონუსს სისტემის გაუქმებას ეხება, მეორე მხრივ, 2020 წელს ერთჯერადად ბლოკების დაშვებას უზრუნველყოფს. ასევე, ცვლილებებო შეეხება რელიგიის შესახებ ჩანაწერს და საკონსტუტიციო სასამართლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები