პარლამენტში შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მისვლის თაობაზე კონსულტაცია გაიმართება

მინისტრის უწყებაში მისვლა კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში მისვლის თაობაზე განაცხადა.
“მინისტრთან კომუნიკაცია გვექნება. მთავარია, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს და საქმის დეტალები გაირკვეს. აქედან გამომდინარე, კითხვები დაისმება. გამოძიების მიმდინარეობას დაველოდებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მოსმენა იგეგმება.
როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, თანხმდება კონკრეტული დრო და შესაძლოა, მინისტრს კომიტეტში ნოემბრის ბოლოს მოუსმინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები