1 ნოემბერი
10:30
„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: გავრცელებული ინფორმაცია, საარჩევნოდ „მემარცხენე ალიანსისა“ და მმართველი გუნდის გარიგების შესახებ, რომლის მიხედვითაც ალიანსის დამკვირვებელი მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობდნენ.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
11:00
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარლამენტის ყოფილი წევრი, საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების სტრასბურგში გასაჩივრებასთან დაკავშირებით; კონსტიტუციის პროექტი და ჩაერთვება თუ არა შემდგომ პროცედურებში; ნინო ბურჯანაძის მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრა; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
11:30
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანთან ერთად, „კვირას“ პრეს-კლუბში, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: რატომ არ სცნობს პროკურატურა ლისის ტბის წართმევის საქმეზე რამაზ ახვლედიანს დაზარალებულად, იკვეთება თუ არა მამუკა ხაზარაძის გავლენა გამოძიებაზე და შეცვლის თუ არა თბილისის მერია სისტემურ დანაშაულებებზე სასამართლო პოზიციას.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
12:00
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს თემა: მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიში.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.