თამარ კორძაია: მნიშვნელოვანია, შს მინისტრი მივიდეს პარლამენტში
“მნიშვნელოვანია შს მინისტრი მივიდეს პარლამენტში, ეს არის ერთადერთი შანსი დაიცვას სამინისტრო, იმ ხელისუფლების ავტორიტეტი რომელშიც არის”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი შემთხვევები სამართალდამცავების მიმართ საზოგადოების ნდობას ზიანს აყენებს.
“კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმეზე არასოდეს არ გვაქს სამხრე კამერების ჩანაწერი ან თუ არის ნაწილობრივაა ასახული. ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ზიანს აყენებს სამართალდამცავების მიმართ საზოგადოების ნდობას და ეს ნდობა იკარგება. მნიშვნელოვანია, შს მინისტრი მივიდეს პარლამენტში, ეს არის ერთადერთი შანსი დაიცვას სამინისტრო, იმ ხელისუფლების ავტორიტეტი რომელშიც არის, სხვა გზა უკვე ნდობის აღდგენის ამ ვითარებაში არ ჩანს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.