შალვა ხუციშვილი: ექსპერტიზის დასკვნამდე პოლიციის მისამართით ბრალდებაზე საუბარი ნაადრევია
“ექსპერტიზის დასკვნამდე პოლიციის მისამართით ბრალდებაზე საუბარი ნაადრევია”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
როგორც მან ნუცუბიძის პლატოზე დაკავების დროს გარდაცვლილის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, გამოძიება დაადგენს, რატომ არ ჩანს კამერებში დაკავების მომენტი.
“ჩანაწერებში არის ცუდად გახდომის მომენტი და დაკავების არ არის. მაგრამ, რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი მაგისთვის არსებობს გამოძიება, რომ გასცეს პასუხი და გამოკითხოს ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელი იყო ამაზე”,-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.