გიორგი კახიანი: პრემიები აღარ იარსებებს, დანამატებთან დაკავშირებული საკითხი მკაცრად იქნება გაწერილი

“საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საჯარო სამსახურში პრემია-დანამატის გაცემას ითვალისწინებს, უნიკალურია, რადგან ქართული, ეროვნული სამართლის სისტემაში აქამდე არ ყოფილა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი კახიანის განმარტებით, ეს იქნება კანონი, რომელიც ხელფასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაწესრიგებს.
“პრემიები აღარ იარსებებს, დანამატებთან დაკავშირებული საკითხი მკაცრად იქნება გაწერილი, თუ რა შემთხვევაში მოხდება დანამატის გაცემა. კითხვები, რომლებიც პრემიებთან და დანამატებთან მიმართებაში ხშირად ჩნდებოდა, ამ კანონპროექტით, ეს კითხვები პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოიხსნება. ჯილდო განსაზღვავებულია თავისი არსით პრემიისგან. ჯილდო პრემიას ვერ ჩაანაცვლებს, რადგან მის გაცემას თავისი სპეციფიკა აქვს. ჯილდო შეიძლება კონკრეტული საქმიანობის გამო მიეცეს საჯარო მოხელეს. ამავე დროს, განსაზღვრული ზედა ჭერი, რა ფარგლებშია შესაძლებელი ჯილდოს მიცემა საჯარო მოხელისთვის”, – განაცხადა კახიანმა.
პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებების ვადა ორი კვირით გაახანგრძლივა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები