ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები მთავარ პროკურატურაში მივიდნენ
ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი პ.პ-ს ოჯახის წევრები მთავარ პროკურატურაში მივიდნენ. როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ოჯახის წევრები ადვოკატთან ერთად გამოძიების მასალებს ეცნობიან.
“საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილი პ.პ.-ს ოჯახის წევრები, მათი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად გამოძიების მასალებს ეცნობიან, მათ მომავალშიც ექნებათ სრული წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და მიმდინარე გამოძიების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ“,- აცხადებენ პროკურატურაში.