თურქეთში ქართველი მძღოლი დააკავეს

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ქართველი მძღოლი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა კაისერის რაიონში მოხდა. პინარბაში-მალათეას ავტომაგისტრალზე, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოძრავ ორ მანქანას, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები