სოლომონ პავლიაშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი უნგრეთის ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებზე, გარემოსდაცვის სფეროში შემუშავებულ და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე Twining-ის პროექტის “ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ მნიშვნელობაზე და დაცული ტერიტორიების განვითარების შესახებ ისაუბრა.

მხარეები, გარემოსდაცვითი მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები