ლელა ქიტესაშვილი: ეს არის ის გამარჯვება, რომლისთვისაც მე ბოლომდე ვიბრძოლებ

„ეს არის ის გამარჯვება, რომლისთვისაც მე ბოლომდე ვიბრძოლებ და დავიცავ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

ამასთან, ქიტესაშვილს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე, ქიტესაშვილის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს, სადაც, ის თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

„მე ვფიქრობ, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს ჩემს სასარგებლო გადაწყვეტილებას, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩემს სიმართლეში, ჩემს გამარჯვებაში და ეს ის ინსტანციაა, რომელიც ნამდვილად გამოიტანს ამ ობიექტურ გადაწყვეტილებას. ეს არის ის გამარჯვება, რომლისთვისაც მე ბოლომდე ვიბრძოლებ და დავიცავ“, – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები