„მაუწყებლობის შესახებ” ინიცირებულ კანონპროექტზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ინიცირებულკანონპროექტს გაეცნენ.

კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ევროპელ სტუმრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვების, რეკლამის განთავსების და მაუწყებლობის სახელმწიფო დაფინანსების საკითხები გააცნეს და მათი მხრიდან რეკომენდაციები და ევროპული ქვეყნების პრაქტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის ქვეყნებში აერთიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლისმსგავს ორგანიზაციებს ანუ იმ მაუწყებლებს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელის ანალოგიური ორგანიზაციული-სამართლებრივიფორმა გააჩნია.

შეხვედრაზე განვიხილეთ შესაბამისი საკითხები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს, რეკლამის განთავსებას, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსებას შეეხება. ევროპელი სტუმრების მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი რეკომენდაციები, რჩევები და შეფასებები და გავეცანით იმ პრაქტიკას, რაც ევროპის მსგავს ორგანიზაციებშია დანერგილი. მსჯელობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფისწევრმა გიორგი ხატიძემ.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას გიორგი ვოლსკი, დავით მათიკაშვილი, ისკო დასენი და დავით ჭიჭინაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები