გიორგი ლაბაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარეობს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, შემძენი ითვლება მესაკუთრედ იმ შემთხვევაშიც, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისთვის ცნობილია.

როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ლაბაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობს თანაზომიერების პრინციპიდან და არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც სტანდარტებთან შეუსაბამო.

„ ჩვენ ვეხმაურებით მედიასა და საზოგადოებაში გავრცელებულ იმ მოსაზრებებს, რომლებიც, მხოლოდ ცალმხრივად აფასებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვერ გავიზიარებთ, იმ მოსაზრებებს, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესების შესაძლებლობას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შეჩერებას და საბაზრო ეკონომიკის პირობებში, გარიგებათა ჩაშლის მოლოდინს, ორგანიზაცია თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობს თანაზომიერების პრინციპიდან და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც სტანდარტებთან და კონსტიტუციის პრინციპებთან შეუსაბამო. ჩვენი აზრით, ცალმხრივი დამოკიდებულებები და გადაწყვეტილების მიზანმიმართული კრიტიკა, შესაძლებელია გამომდინარეობდეს მსხვილ ბიზნესთან აფილირებული ექსპერტების ლობისტურ ინტერესებთან“, -განაცხადა გიორგი ლაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები