„სპექტრსა“ და „ოვერესტ კონსალტინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და შპს „ოვერესტ კონსალტინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანი კოლეჯში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლების ხელშეწყობა, მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.
მემორანდუმზე ხელი კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ და კომპანია „ოვერესტ კონსალტინგის“ დირექტორმა ღოლამჰოსსეუნ მონტასერმა მოაწერეს.
მხარეები უცხო ქვეყნის მოქალაქეების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სპეციფიკურ პირობებს იზიარებენ, თანხმდებიან ითანამშრომლონ, დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები