ტრაპზონში საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა

ტრაპიზონის სახელგანთქმულ ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრში, საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო კონცერტი  და საქართველოს ისტორიული საგანძურის ფოტოგამოფენა გაიმართა.

ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ექსპონატების, კერძოდ ძველი  ქართული ხელნაწერებისა და ბეჭდური წიგნების, მათ შორის ოსმალური ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების ამსახველი ფოტოასლებით გაიხსნა.  ექსპოზიციამ, რომელიც ქართულ-თურქული ურთიერთობის ისტორიის მნიშვნელოვან დოკუმენტებს შეიცავს, დამთვარიელებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

საღამო მუსიკალურად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საოპერო დასმა, ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმმა” და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „ელესიმ” გააფორმა.  400-მდე მოწვეულ სტუმარს ქართველმა ხელოვანებმა მსოფლიო კლასიკისა და ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშები წარუდგინეს. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და დიასპორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები