ლევან გოგიჩაიშვილი: პრეზიდენტმა დაამტკიცოს ვის ნებაზე იძალადა “ქართულმა ოცნებამ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაამტკიცოს ვის ნებაზე იძალადა “ქართულმა ოცნებამ”.
მისივე თქმით, ქვეყნის მეთაურები ასე არ საუბრობენ.
“რა შემთხვევაში იყო ადმინისტრაციული რესურსი, ვის ნებაზე იძალადა “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცოს კეთილი ინებოს და აგოს პასუხი თითოეულ სიტყვაზე. თუ არ დაამტკიცებს მაშინ გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს იმ ადამიანებს, ვინც “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და ბოდიში მოუხადოს “ქართულ ოცნებას”. ესე არ საუბრობენ ქვეყნის მეთაურები”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე სამწუხაროდ ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ თქვა უარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები