გურამ კაშია: მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა და არნემის “ვიტესის” კაპიტანმა, გურამ კაშიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ყველას მადლობას უხდის თანადგომისთვის.
როგორც აღნიშნულ პოსტშია ნათქვამი, კაპიტანი ახლა მხოლოდ საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე ფიქრობს.
“ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას! მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი წარმატებით გაგახაროთ. ახლა მხოლოდ მოახლოებულ საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ”, – ნათქვამია გურამ კაშიას პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ ფაქტს კი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ლევან კობიაშვილმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები