თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით,
ნაძალადევის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დღეს,10:30-დან 13:00 საათამდე 30 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ბუაჩიძის, გუდამაყრის, ჩარგლის, გვაზაურის, ქუთათელაძის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მცხოვრებლებს. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კავთისხევის, დეპოს, მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირის, ჭყონდიდელის და მელქისედეკ პირველის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:00-დან 12:00 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის, საკანდელიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაგარელის, ბურძგლას, მიცკევიჩის, შმიდტის და საირმის ქუჩების მცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და ემხვარის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, ჩიტაიას და კლდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ჩუბინაშვილის, გოგოლის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 13:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები