ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს ვიდეო მასალას ავრცელებს

ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი ნოდარ შანიძე მომხდარის შესახებ საუბრობს.
როგორც შანიძე ამბობს, გარდაცვლილი დაკავების დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო, იგი ასევე მოიხმარდა ფსიქოტროპულ წამლებს. მისი ვარაუდით, შესაძლოა სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

ვიდეომასალაში შანიძე აცხადებს, რომ მასსა და გარდაცვლილის მეგობარს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც ადგილზე საპატრული პოლიცია გამოიძახა, რამაც გარდაცვლილის გაღიზიანება გამოიწვია.
შანიძის ინფორმაციითვე, პოლიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება მოახდინა და მისი დაკავება სცადა, რა დროსაც ის გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი 33 წლის პაატა პავლიაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები