“ჩათვალეს რომ მეჭიაურის მხარე იყო დაჩაგრულ მდგომარეობაში” – ნანა კაკაბაძე თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა.
როგორც კაკაბაძე ამბობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უკვე მიმართეს.
„მივმართეთ საის, საია უკვე ჩერთო ამ საქმეში და ისინი დღეს აპირებენ გასაჩივრებას. რაზეც იყო დავა 5 ბიულეტენზე, ეს ერთი და ახლა ამას დაემატა ისიც, რომ ვინც საჩივარი შეიტანა და ვინც ამის გამო ჩიოდა, თავს დაესხნენ. საია მოითხოვს ამის გამოძიებასაც“,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
როგორც კაკაბაძე ამბობს, მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე ყინწვისის პოლიტპატიმრები არიან.
„როგორც ჩანს მეჭიაური დაუკავშირდა მათ. ისინი ჩაერთვნენ ამ პროცესში დამკვირვებლებლად. მათ ჩათვალეს რომ მეჭიაურის მხარე იყო დაჩაგრულ მდგომარეობაში, იმ უბანზე სადაც საუბარია 5 ბიულეტენზე, ჩათვალეს რომ მეჭიაურის საზიანოდ გაყალბდა და მიაკითხეს მეჭიაურს“, – აღნიშნა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს.
თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც თავს დაესხნენ, სწორედ იმ უბანზე ესწრებოდა ხმის დათვლის პროცესს, სადაც მისივე თქმით, ბიულეტენები გაყალბდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა არჩევნებზე დახმარების სურვილი თავად გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები