საფერფლის როლი ქართულ პოლიტიკაში – ვინ ვის ესროლა ეს “იარაღი” ლავრენტი ბერიადან დღემდე

„სისხლიანი საფერფლის ძიებაში“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია თუ რა როლი ერგო ქართულ პოლიტიკაში „საფერფლეს“ .
როგორც სტატიაშია აღნიშნული ქართულ პოლიტიკაში საფერფლე იარაღად არის გამოყენებული.
საფერფლის, როგორც მკვლელობის იარაღზე საუბარი დაიწყო ბადრი პატარკაციშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
„ამბავი, რომელსაც ვყვები ვიცი ბადრი პატარკაციშვილსგან, რომელთანაც მქონდა სატელეფონო საუბარი ამ თემაზე. ეს ამბავი ბადრი პატარკაციშვილმა იცოდა ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან. ჟვანიასა და პატარკაციშვილს ჰქონდათ მეგობრული დამოკიდებულება, რომელიც სააკაშვილსა და მის გუნდს არ გამორჩენია მხედველობიდან. როგორც ვიცი, ჟვანია ცდილობდა ხელისუფლებიდან სააკაშვილის ჩამოშორებას. ერთ საღამოს პატარკაციშვილმა აღუთქვა ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ ჟვანიას დაეწყო ტირანი სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლა. იმავე საღამოს შეიქმნა ეს ყველაფერი სააკაშვილისთვის ცნობილი. ჟვანია დაიბარეს შეხვედრაზე, იქ იყო სააკაშვილი, დათა ახალაია, თუ არ ვცდები კეზერაშვილი და კიდევ ორი პიროვნება, რომლის ვინაობაც არ ვიცი. დაიწყო საუბარი, რომლის შემდეგადაც სააკაშვილმა აიღო საფერფლე და ესროლა ჟვანიას, რომელსაც თავში მოხვდა და ამის გამო გარდაიცვალა. შემდეგ ჟვანია გადაიყვანეს პლასტიკურ ქირურგთან – გარდაცვლილს გაუკეთდა პლასტიკური ოპერაცია თავის არეში და შემდეგ გადაიყვანეს სახლში, სადაც დაიდგა იმიტაცია, როგორ მოხდა ეს ამბავი. 2008 წლის ეს სატელეფონო საუბარი შეუძლიათ ამოიღონ ჩემი ტელეფონიდან“ – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
ამავე სტატიაში გამოცემა იმ მონაცემებსაც აქცვეყნებს, სადაც პოლიტიკოსები სხვადასხვა დროს საფერფლეს „შურის საძიებლად“ იყენებდნენ.
„ცნობილია, რომ 1937 წელს თავის კაბინეტში ლავრენტი ბერიას საფერფლე ესროლა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორის ერიკ ბედიას მეუღლემ ნინა ბედიამ. სამწუხაროდ, ნინა ბედია ადგილზე დახვრიტეს.
2003 წელს, „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრმა ზაზა შერაზადაშვილმა საფერფლით თავი გაუტეხა სოციალისტური პარტიის ლიდერს ვახტანგ რჩეულიშვილს…
ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა სიტყვების ფონზე – „ვინ არის ბიჭო პიდერასტი, მე ვარ ბიჭო ცისფერი?“ – თავი გაუტეხა ვახტანგ რჩეულიშვილს.
გავრცელებული ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როდესაც კოტე კემულარიამ სააკაშვილს განუცხადა, პროცესები უმართავი ხდება და ვანო მერაბიშვილი უნდა გადადგესო, გაღიზიანებულ სააკაშვილს კემულარიასტვის საფერფლე უსვრია – ბედად, კემულარიას საფერფლე ასცდა, მაგრამ ცუდად გახდა და კლინიკა „გულში“ რამდენიმე დღე გაატარა.
2008 წელს, მიხეილ სააკაშვილმა საფერფლე (თუ ტელეფონი) ესროლა პრემიერ-მინისტრ გეგა მგალობლიშვილს, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.
გიორგი კანდელაკის მიერ სხვისთვის ნასროლი საფერფლე თავში მოხვდა ყოფილ ნაციონალს და ამჟამად „გაევროპებულ ოთო კახიძეს“ – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები