ახვლედიანი მარგველაშვილზე: „აიღო ცოცხი და აქანდაზი, მოხვეტა თავისი ნაშრომი და ჩაყარა ნაგვის ყუთში”

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის შეფასებით, პრეზიდენტმა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერით, პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაიზიარა.
ამის შესახებ გიორგი ახვლედიანმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა.
მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება და „საკუთარი ხელით თავი რატომ დაიზარალა“.
„სიმართლე გითხრათ, ყველანაირად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. მთელი ეს პერიოდი კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რაც აკეთა, რაც იშრომა, იბრძოლა, იომა, ვეტოები ადო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმუშავა. ასე ადგა, აიღო ცოცხლი და აქანდაზი, მოხვეტა თავისი ნაშრომი და ჩაყარა ნაგვის ყუთში. ასე საკუთარი ხელით საკუთარი ქვეყნის დაზარალება იშვიათად ყოფილა. საბოლოო ჯამში პრეზიდენტმა აიღო პასუხისმგებლობა კონსტიტუციაზე, რომელსაც ებრძოდა, აკრიტიკებდა და გაუპატიურებულ კონსტიტუციაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობა გაიზიარა. რატომ ჩაეკვეხა პრეზიდენტი „ოცნების“ პასუხისმგებლობაში სრულიად გაუგებარია“, – განაცხადა ახველდიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები