კოკა ყანდიაშვილი უჩა ნანუაშვილზე – „ათას მაქინაციაშია გახვეული“

„ეს არ იყო სახალხო დამცველი, არამედ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი“, – ასე აფასებს ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ხუთწლიან მოღვაწეობას, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
კოკა ყანდიაშვილი სახალხო დამცველს სხვადასხვა მაქინაციებში სდებს ბრალს და არც მისი მენეჯერული თვისებები მოსწონს.
როგორც ყანდიაშვილი გამოცემასთან დღევანდელ ინტერვიუში აცხადებს, სახალხო დამცველის თანამშრომლები უჩა ნანუაშვილის მოწინააღმდეგები არიან და მისი ძალიან ეშინიათ.
„ეს არ იყო სახალხო დამცველი, არამედ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი, უფრო სწორად, ნაციონალური მოძრაობის დანამატი, მათი სატელიტი. ერთ განსხვავებასაც ვერ იპოვით მის რიტორიკასა და “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკას შორის. რასაც სააკაშვილი, ბოკერია, ბოკუჩავა და გოცირიძე ამბობენ, ერთი- ერთში გაიძახის.
„ქართული ოცნების” დროს გახდა ომბუდსმენი, მაგრამ მალევე მოგვევლინა ოპოზიციის ერთერთ ლიდერად. აბსოლუტურად უსახური ადამიანი აქეთ-იქეთ დადის და რაღაცეებს ბჟუტურობს. ათას მაქინაციაშია გახვეული, არაფერს ვამბობ, როგორც მენეჯერზე. დღეს მთელი სახალხო დამცველის ოფისი მისი წინააღმდეგია. შენობაში რომ შედის ეშინიათ. ძალია უნდა კიდევ იყოს ომბუდსმენი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება”, – აცხადებს კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები