გიორგი კვირიკაშვილი: მე ხმა მივეცი თბილისს, სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მან ხმა მისცა თბილისს, სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს
“მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველა ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია, სადაც არის მაღალი ეკონომიკური დინამიკა, სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება, სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს.
მე მივეცი ხმა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ასეთი იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი