არჩევნებს 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 23 წარმომადგენელი დააკვირდება

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო პროცესს 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 23 წარმომადგენელი დააკვირდება. ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ცესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლების ინფორმირებისთვის და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის განახორციელა.

საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ბულგარეთიდან, ბელორუსიიდან, ავღანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ხორვატიიდან, იორდანიიდან, ლიტვიდან, მოლდავეთის რესპუბლიკიდან,  შრი ლანკადან, თურქეთიდან და უკრაინიდან დღის განმავლობაში სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიებში გაუწევენ არჩევნებს მონიტორინგს და ხმის დათვლის პროცესსაც დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები