ცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 21 ოქტომბერს დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.

“24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო – საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ”,- აცხადებენ ცესკოში.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:


8:30 
სთ

10:30 სთ

12:30 სთ

15:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

 

ცესკოს ინფორმაციით, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები