ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისის მერობისთვის 13 კანდიდატი იბრძოლებს. მათგან 12 პოლიტიკური სუბიექტების მიერ დასახელებული, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია:
2 – ელენე ხოშტარია (საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” )
3 – კახა კუკავა (საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)
5 – ზაალ უდუმაშვილი (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)
8 – ირმა ინაშვილი ( „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)
10 – გიორგი გუგავა („შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”)
11- დავით შუკაკიძე („ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა” )
17 – გიორგი ლილუაშვილი ( „საქართველო”)
18 – ნიკოლოზ სანებლიძე („ტრადიციონალისტები”)
20 – თენგიზ შერგელაშვილი („შენების მოძრაობა” )
27- გიორგი ვაშაძე (საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო” )
39 – ლაშა სტურუა („პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” )
41- კახა კალაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” )
42 – ალექსანდრე ელისაშვილი (საინიციატივო ჯგუფი)
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გამარჯვებისთვის მერობის კანდიდატებს 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება, ხმების დათვლის პროცედურა კი სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.