აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს

დიღმის ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირის ცხედარი სამხედრო პატივით დაკრძალეს. გარდაცვლილთა ახლობლებს დევნილთა მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მიმართეს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.
რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან სულ 25 პირი ჩამოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები