ზურაბ ალავიძემ აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გადაიხადა.
,,მჯერა, რომ ჩვენი გმირების ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. აფხაზეთის ომის 25 გმირის ნეშტი, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, 24 წლის შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდა. მათი გადმოსვენება საქართველოს ხელისუფლების, წითელი ჯვრისა და საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ცხედრების გადმოსვენების პროცესში აქტიურად იყო ჩართული. დღეს უკვე შესაძლებლობა მიეცა თითოეულ ქართველს, პატივი მიაგოს მათ ხსოვნას და სანთელი დაანთოს ამ გმირების საფლავებთან. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ეს გმირები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ’’, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები