ყოფილი „ნარკოლოგიური საავადმყოფოს” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „ნარკოლოგიური საავადმყოფოს” შენობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, გაჩენილი ცეცხლის შედეგად, 50-დან 60 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები