რა ვითარებაა აჭარაში – უამინდობის შედეგები

აჭარაში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ექვსივე მუნიციპალიტეტში სტიქია განვითარდა. ხულოში უხვი ნალექის შედეგად სოფლებში დიაკონიძეებში, დანისპარაულში, რაქვთასა და იაკობიძეებში საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა. 7 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად სულ აჭარაში 18 ოჯახს შეექმნა საფრთხე, ყველა ოჯახი უკვე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, შუახევში მეწყრის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში  6 მეტრის სიგრძის ბეტონის ხიდი დაშალა. ხიდი ასევე ხიჭაური-ჭვანის გზაზე დაზიანდა. მეწყერი ცენტრალურ გზაზეც ჩავიდა, რომელიც ამჟამად ჩაკეტილია და ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს.  სოფელ წყაროთაში და სოფელ კობალთაშიც გზებია ჩაკეტილი.  ქარმა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა. მეწყრული პროცესები განვითარდა დაბა შუახევში. ელექტროხაზების დაზიანების გამო ამჟამად დენი არ მიეწოდება შუბნის ამდინისტრაციული ერთეულების სოფლებს.  აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

უამინდობამ პრობლემები ქობულეთშიც  შექმნა. უხვი ნალექის შედეგად რიგ სოფლებში (ქაქუთი, ჩაისუბანი, ლეღვა) ჩაკეტილია გზები. ზედა აჭყვაში ცენტრალური გზაჩაიკეტა.  დაბა ჩაქვში  კი მდინარე ჩაქვისთავი დამბაზე გადმოვიდა და ერთი ოჯახი დამბაზე გადმოვიდა.  სოფლებში ლეღვა, ჩაისუბანი, წყავროკა, ციხისძირი – რამდენიმე მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან განვითარდა მეწყრული კერები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორთაბათუმში, სამებასა და განთიადში რამოდენიმე მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწყვა მეწყერი.  ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

რაც შეეხება ქედას, უხვი ნალექის შედეგად მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებთან  შემდეგ სოფლებში მეწყერი ჩამოწვა: მეძიბნა, ზვარე, ძანაძეები, სირაბიძეები, ვარჯანისი, ჭინკაძეები, ცხემნა, ზენდითში და აგოთაში. სოფელ აბუქეთაში 9 ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. დაბა ქედაში დაზიანდა შიდა სასოფლო გზები.

სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტების ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

უამინდობამ შეფერხებები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამ ეტაპისთვის შუქი არ მიეწოდება ქობულეთში 500-მდე აბონენტს, ზემო აჭარაში 300-მდე აბონენტს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მობილური ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად სულ აჭარაში 18 ოჯახს შეექმნა საფრთხე, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

სტიქიასთან ბრძოლის მუნიციპალური შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. მეწყრულ კერებს გეოლოგები ამინდის დადგომისთანავე შეისწავლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები