სტიქიამ ქედის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა – რას აცხადებს გამგებელი (ფოტო)

ორ დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, სტიქიამ ქედის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ჩაინგრა საავტომობილო გზები, ადიდებული მდინარეებისგან დატბორილია სავარგულები და დაბა ქედის ცენტრალური პარკი.
​საცხოვრებელ სახლებთან შექმნილი საფრთხისშემცველი ვითარების გამო, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან 12 -მდე ოჯახის დროებით გახიზვნა გახდა საჭირო.
როგორც „კვირას“ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით დუმბაძემ განუცხადა, მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება. გამგებლის თქმით, ამ დროისთვის რვა ოჯახი უკვე დაუბრუნდა საკუთარ საცხოვრებელს. ცენტრალური გზების გაწმენდაზე 20-მდე ერთეული ტექნიკა მუშაობს.
„ვითარება რთულია, თუმცა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. სულ 12 ოჯახი იყო გახიზნული, აქედან რვა უკვე დაუბრუნდა საცხოვრებელს. გუშინ 43 ლოკაციაზე გვქონდა პრობლემა, დღეს კიდევ რამდენიმე დაემატა. 20- მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს, პირველ ეტაპზე იწმინდება სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზები, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას. შემდეგ შიდა საუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებსაც დავიწყებთ“, -აღნიშნა დავით დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები