გიორგი გუგავას სემეკის სხდომა იძულებით დაატოვებინეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ხმაური იყო. აურზაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე სხდომაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები მივიდნენ და მათ კითხვებზე პასუხების გაცემა მოითხოვეს.
პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა სხდომაზე იმ დროს შევიდა, როდესაც კომისიის წევრები ორი უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიისგან 5-წლიან სამოქმედო გეგმას ისმენდნენ. საუბარია „ენერგოპრო ჯორჯიასა“ და „თელასზე“.
გიორგი გუგავას თქმით, რეალურად, სხდომაზე ტარიფის მატების საკითხის განხილვა იგეგმებოდა და მისი ერთ-ერთი კითხვა სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა.
სემეკის წარმომადგენლებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერს განუცხადეს, რომ კითხვების დასმის უფლება სხდომაზე მიმდინარე საკითხის დასრულების შემდეგ მიეცემოდა, რასაც გუგავას მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. საპასუხოდ კი, მას მანდატურებმა შეხვედრა იძულებით დაატოვებინეს.
სემეკში სხდომა ამ წუთებში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები