სერგეი ლავროვი: რუსეთი სამხრეთ ოსეთს სუვერენიტეტის დაცვაში დაეხმარება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს პატივს სცემს და მის დაცვაშიც დაეხმარება.
„სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული. რუსეთის არმიამ არ დაუშვა, რომ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ძალის გამოყენებით გადაეჭრა „ტერიტორიული პრობლემა“, როგორც ის მას უწოდებდა, მიუხედავად ეუთო-ს გადაწყვეტილებებისა. მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელები იმყოფებოდნენ და მათ შორის ქართველი მშვიდობისმყოფელებიც, რომლებიც აგრესიული ქმედებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიყვანეს“, – აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები