„თიბისი ბანკის” მხარდაჭერით, „ლიბერალმა” სპეციალური სარაგბო ჟურნალი „ჩვენი თამაში” გამოსცა

კაფეში „ჩარლი ლისი” სარაგბო ჟურნალის პრეზენტაცია  გაიმართა. მას ქართველი მორაგბეები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ. პრეზენტაცია 15 ოქტომბერს გაიმართა.

„ჩვენი თამაში” ჟურნალ „ლიბერალის” სპეციალური სარაგბო გამოცემაა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიის, საინტერესო ფაქტების, ადამიანების, მოვლენების და მოსაზრებების კრებულია. გიო ახვლედიანი, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, ჟურნალისტებთან და რაგბის გულშემატკივრებთან ერთად გამოცემის მკითხველს საინტერესო საავტორო სვეტებით, ინტერვიუებით, პროფაილებით, ანალიტიკური სტატიებით, თვალსაზრისებით ქართულ რაგბიზე მოუყვებიან.

ჟურნალის პრეზენტაციაზე სამოყვარულო ფესტივალიც გაიმართა თაჩ-რაგბიში, რომელში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. პროექტის გამომცემელია „ლიბერალი” „თიბისი ბანკის” მხარდაჭერით.

დღეიდან ჟურნალის ყიდვა რაგბის გულშემატკივრებს პრესის ჯიხურებში შეუძლიათ.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები