ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა

ქუთაისში, უხვი ნალექის გამო, მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.
ასევე დატბორილია ირაკლი აბაშიძის ქუჩაც, სადაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც ადგილზე სამუშაოებს ჩაატარებს.
ამ წუთებში ქუთაისში ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები