ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისათვის, ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მიმოსვლა უახლოეს პერიოდში აღდგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები