დღეს, „ლიბერთი ბანკმა“ აქციათა საკონტროლი პაკეტის წილის მფლობელის შეცვლის შესახებ განაცხადა

სს „ლიბერთი ბანკმა“ (შემდგომში „ბანკი“) დღეს აქციათა საკონტროლი პაკეტის წილის მფლობელის შეცვლის შესახებ განაცხადა.
აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (შემდგომში „EFG“) შეიძინა. ამ გარიგების შედეგად, ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე). ეს გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან „EFG“-ის მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობის აქტივებს ფლობენ და მართავენ; მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნეს სექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა.
ბანკის მენეჯმენტი ელოდება ბანკის ზრდის და განვითარების გაგრძელებას ახალ აქციონერებთან ერთად საკუთარი კლიენტებისა და საქართველოს საბანკო სექტორის უკეთესად მომსახურებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები