სიმონ ნოზაძე: თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. როგორც ნოზაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, რომ არჩევნები გაყალბდება, ღია კარის მტვრევას წარმოადგენს. მისი შეფასებით, ოპოზიცია მსგავსი განცხადებებით ალიბს იქმნის, რომ შემდგომში მოპოვებული ხმების დაბალი რაოდენობა გაამართლოს.
„ოცნების ერთ-ერთი მონაპოვარი სწორედ ის არის, რომ მან კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარების საშუალება შექმნა. უამრავი დამკვირვებელი ჰყავთ მათაც, არასამთავრობოებსაც და თუ სადმე გაყალბების მცდელობას ექნება ადგილი, შეუძლიათ მათ დააფიქსირონ და ამაზე შესაბამისი რეაგირება მოხდება, თუმცა მე მტკიცედ მჯერა, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ექნება. ოპოზიციის განცხადებები ღია კარის მტვრევაა. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი იხმაურონ იმიტომ, რომ რეალურად ხელისუფლებას ვერ აკრიტიკებენ, კონკურენციას ვერ უწევენ. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური პარტიები იქმნიან ალიბს, რომ შემდეგ არჩევნებში მოპოვებული ხმების მცირე რაოდენობა გაამართლონ. ჩვენ გვახსოვს, როგორ და როდის ხდებოდა გაყალბებები არსებული ხელისუფლების პირობებში, მსგავს რამეს ადგილი არ აქვს. არსებული ხელისუფლების სურვილია, დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები“, – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მოახლოვებული არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები