მეტროსადგური “უნივერსიტეტი“ დღეს გაიხსნება

დღეს, მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გაიხსნება. მეტროსადგურის გახსნაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მიიღებენ მონაწილეობას, მოსახლეობა კი ახალი მეტროსადგურით სარგებლობას დღეს, საღამოს საათებიდან შეძლებს.

თბილისის მეტროპოლიტენისთვის ეს რიგით 23-ე მეტროს სადგური იქნება. მეტრო „უნივერსიტეტის“ განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.

მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ ოფიციალურად დღეს, 11:00 საათზე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები