გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს და მის ოჯახს ეს უდიდესი დანაკლისი

ლიკა ქავჟარაძე დარჩება, როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყნის გული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე თაობის სათაყვანებელი მსახიობი უდროოდ გარდაიცვალა.
კვირიკაშვილმა ლიკა ქავჟარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
”ძალიან გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე თაობის სათაყვანებელი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ასე უდროოდ წავიდა. მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს და მის ოჯახს ეს უდიდესი დანაკლისი. ლიკა ქავჟარაძე არის კინოვარსკვლავი, რომელიც დარჩება, როგორც ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყნის გული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მსახიობის სახლთან ამ დრომდე იკრიბებიან მისი მეგობრები, კოლეგები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები