მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ვაკის სასფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ხვალ, 14 ოქტომბერს, თბილისში, ვაკე -საბურთალოს სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ.
როგორც მსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა განაცხადა, ხვალ სახლიდან ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდი 12:00 საათიდან დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება.
ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში, თბილისში, საკუთარ სახლში 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. მსახიობი 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით. პოპულარული გახდა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში “ნატვრის ხე”. მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში “პეპელა” (1977), კავკასიური რომანსი“ “დემეტრე თავდადებული” (1982), “ოჯახი” (1985) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები