გიორგი აბაშიშვილი: მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსენსუსით, ჩავარდა

მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსენსუსით, ჩავარდა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ვერაფრით გაიაზრა, რომ დემოკრატია გულისხმობს დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხას.
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ერთპარტიული კონსტიტუცია. ძალიან სამწუხაროა, ხელისუფლებამ ამ საკითხს შეხედა ისე, რომ დაჰყო პოლიტსპექტრი ჩვენიანებად და სხვისიანებად. თქვა, რომ ჩვენ ვართ მართლები და სხვა დანარჩენები – მტყუანნი. კიდევ ერთხელ მოახდინა, მათი აზრით, ,,კარგი საქმე“ – საკონსტიტუციო ძალის დემონსტრირება დემოკრატიის საპირისპიროდ. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფრით გაიაზრა, რომ დემოკრატია გულისხმობს დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხას. ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციას შეემატა ერთპარტიული კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ისწავლა წინამორბედი ხელისუფლებისგან, რომელმაც ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო. და თუ როგორ დაამთავრა წინა ხელისუფლებამ, ეს კადრები მაინც, მე ვფიქრობ, წინა ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები