ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი, პირადად თუ წარმომადგენლების მეშვეობით, ასე არ უნდა საუბრობდეს

„ჩვენ უკვე დიდი ხანია  ვისმენთ ასეთ განცხადებებს. ეს არის არა მარტო ოპოზიციონერის განცხადება, არამედ ეს არის რადიკალი ოპოზიციონერის განცხადება. ასე არ უნდა საუბრობდეს პრეზიდენტი პირადად თუ თავისი წარმომადგენლების მეშვეობით”,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ” საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ გააკეთა.

მედიასთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ  როდესაც ასეთ განცხადებებს ქვეყნის პრეზიდენტის წარმომადგენელი აკეთებს, შემაშფოთებელზე მეტია.

„ამაზე კომენტარის გაკეთება არის, უბრალოდ, შეუძლებელი. როდესაც ასეთ რამეს ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ანუ იმ თანამდებობის პირის წარმომადგენელი, რომელიც უნდა იყოს  ქვეყნის გამაერთიანებელი, ეს არის უფრო მეტი ვიდრე შემაშფოთებელი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კონსტიტუციურ კანონპროექტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ პარლამენტის თავმჯდომარე.

„ეს უკვე ტექნიკური საკითხია. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის მიერ იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი. პრეზიდენტის პრეროგატივაა, პირველ რიგში, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. თუ ის ხელს არ მოაწერს,  მაშინ ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი დოკუმენტის ხელმოწერაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები