დავით ზალკალიანი რეგიონულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ბათუმში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, რეგიონულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დანუც-სებასტიან ნეკულაესკუსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, პოლიტიკური უსაფრთხოების, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების კუთხით განიხილეს.

დანუც-სებასტიან ნეკულაესკუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ.

შეხვედრისას მხარეებმა, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. მხარეები საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის რეგულარული გაცვლის თაობაზე  შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები