ირაკლი კობახიძე: ჩვენ ძალიან დაუხვეწავი დოკუმენტი შევცვალეთ ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით

„ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. საქართველოში მუდმივად პრობლემა იყო კონსტიტუციის გაუმართაობა. მოქმედ კონსტიტუციაზეც ეს შეიძლება ითქვას. ჩვენ  ძალიან დაუხვეწავი დოკუმენტი შევცვალეთ ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით, რომლითაც,  როგორც ვენეციის კომისიამ და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს,  ყალიბდება ძალიან დახვეწილი ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარეს.

„ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იყო ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება ჩვენი მხრიდან და ჩვენ ეს დანაპირები პირნათლად შევასრულეთ. ჩვენ ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

როგორც კი მოეწერება ხელი დოკუმენტს, მაშინვე მოხდება იმ საკითხების ინიცირება, რომელიც აისახა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნაში. ეს მოხდება უახლოესი დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება დოკუმენტს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები