კობახიძის სარკასტული რეპლიკა ბოკერიას: თქვენ რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ, ჩვენ არ ვისხდებოდით აქ 116 კაცი და თქვენ-21

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რიგგარეშე სხდომაზე „ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას იმ წინადადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბოკერიამ მმართველ გუნდს პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინება შესთავაზა.
როგორც კობახიძემ ამის საპასუხოდ განაცხადა, ბოკერიას პარტია, რომ მმართველ გუნდზე ჭკვიანი ყოფილიყო, პარლამენტში 21 კაცით არ იქნებოდნენ წარმოდგენილნი.
„თქვენ რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ, ჩვენ არ ვისხდებოდით აქ 116 კაცი და თქვენ-21″,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება „ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერია წინადადებას მოჰყვა.
„გთავაზობთ ერთგვარ პროცედურულ ჟესტს. დაეთანხმეთ პრეზიდენტის ვეტოს და ინიცირება მოახდინეთ იმის, რასაც არ ეთანხმებით. გაწყობთ ეგეთი ვარიანტი? ხომ გაქვთ უმრავლესობა” , – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები